ხევსურეთი - ანი და ნინი ჭინჭარაულები / Khevsureti - Ani da Nini Tchintcharaulebi
Single
Year:2026
Composer : Ani Tchintcharauli
Singers: Ani and Niniko Tchintcharauli
Lyrics: Lela Tchintcharauli
Video: Levan kakulia, Ilia Chargazia
Cast: Lasha Bekauri
Ani tchintcharauli
gagi Tchintcharauli
Nini tchintcharauli
Lia Mezvrishvili
Special thanks to Lasha Bekauri for his support and for always standing by us.
განსაკუთრებული მადლობა ლაშა ბექაურს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.
არანჟირება: ზაზა გოჩიტაშვილი
გარმონი: ალუდა ჯანაშვილი
ფანდური: ნოდარ წიკლაური
ტამტამი: თორღვა გოგოჭური
ტექსტი: ლელა ჭინჭარაული და ანი ჭინჭარაული
„სისხლის ყივილი”
რად მადარდებს ხევსურეთის ბედ-იღბალი,
მოსვენებას რად მიკარგავს ნეტა?
ხევსურეთში არ ვწოლილვარ ხის აკვანში,
არც პირველად წარმომითქვამს : "დედა"!
არ ჩამიცვამს ჭრელი კაბა ხევსურული,
არც მიგრძვნია მთების გულის ძგერა,
თოვლის ზვავიც არ მინახავს არასოდეს,
არც მსმენია ჩანჩქერების მღერა!..
"*არცა მცმია მე ქათიბი მოქარგული,
ნაჭრელა რომ ამშვენებდა მას…
არც მინახავს მე შატილის ციხე-კოშკი, და არც ახოს ამზირული მთა.. "
გული კვნესის, გული კვნესის ხევსურული,
გული იწევს ლაღი მთისკენ ჩემი...
დამაბრუნეთ ხევსურეთში, გევედრებით.. ..
დამაბრუნეთ! ხევსურეთი მელის!...
ლელა ჭინჭარაული
არცა მცმია მე ქათიბი მოქარგული,
ნაჭრელა რომ ამშვენებდა მას,
არც მინახავს მე შატილის ციხე-კოშკი,
და არც ახოს ამზირული მთა.
ანი ჭინჭარაული